რადიო „თავისუფლების“ ცნობით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა 300 სეპარატისტი მოკლეს. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინიტროს მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა. მისი სიტყვებით, ე. წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ შეიარაღებულმა ძალებმა დიდი დანაკლისი განიცადეს დონეცკის აეროპორტთან, გოორლოვკაში, კომსომოლსკაიაში და ვოლნოვახაში.
სამშაბათს დონეცკის აეროპორტის მიდამოებში ბროლები ისევ მინდინარეობს. თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაურმა ალექსანდრე ზახარჩენკომ განაცხადა, რომ პრორუსულმა სეპარატისტებმა დაიკავეს აეროპორტის მთელი ტერიტორია, თუმცა, უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა უარყოფს ამ ინფორმაციას.