შინაგან საქმეთა სამინისტროში იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ ჯერ ჯერობით ინფორმაცია არ აქვთ.
როგორც „გურია ნიუსს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები ცნობილი არაა.
პროკურატურატურამ კი გამოძიება 109 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვეს.