"ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას ტერორისტულ აქტად აფასებს.
"ეს იყო ტერორისტული აქტი. მიდიოდა დაკრძალვაზე, მანამ კი შვილის სასაფლაოზე შეიარა, სადაც ააფეთქეს სავარაუდოდ, დისტანციური მართვის პულტით.
ვაზაგაშვილმა ხელახლა წამოიწყო ბრძოლა მკვლელების დასასჯელად, ცდილობდა ყურადღების მიპყრობას, მაგრამ სამწუხაროდ მიიპყრო მათი ყურადღება, ვისაც ამ საქმის გამოძიება არ აწყობდა", _ აღნიშნა კაკაბაძემ "გურია ნიუსთან" საუბრისას.