ქალები, რომლებიც ძალიან არიან გატაცებული ფიტნესით და რეგულარულად ესწრებიან ასეთ ვარჯიშებს, რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს.
გადაქანცვა ქალებსა და გოგონებში იწვევს ისეთი ჰორმონის შემცირებას, როგორიცაა "ექსტროგენი", ეს კი უარყოფითად აისახება ქალის ორგანიზმის მდგომარეობაზე.
ექსტროგენების მნიშვნელოვნად შემცირებისას ქალებს აღენიშნებათ მენსტრუალური ციკლის შეჩერება. თუ ქალს ჯერ არ მიუღწევია მენოპაუზის პერიოდისთვის, მას ფსიქიკური განვითარების რღვევა ეწყება.
ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერის, მერი ტერნის აზრით, მსგავსი ვარჯიშები უარყოფითად მოქმედებენ ქალის გონებრივ შესაძლებლობებზე.
ტერნიმ გამოკითხა 200 ქალი მათი ფიზიკური აქტივობისა და ვარჯიშის სიხშირის მიხედვით, რის შემდეგ თითოეულმა ქალმა გონებრივ შესაძლებლობებზე საჭირო ტესტი გაიარა.
კვლევების შედეგად ნათელი გახდა, რომ ქალებს, რომლებიც აქტიურად იტანჯავდნენ თავს დამქანცველი ფიტნესვარჯიშებით, აზროვნების შემცირებული უნარი ჰქონდათ.