ადვოკატი გიორგი ონიანი ვაზაგაშვილების ოჯახს უსამძიმრებს და ხელისუფლებას მიმართავს დროულად მიხედოს საქმეს.
"ვუსამძიმრებ იური ვაზაგაშვილის ოჯახს, მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვას ღვარღვარა ცრემლების ღვრას და საქმეს მიხედოს. სასწრაფოდ გამოიძიოს აღნიშნული ფაქტი და მისცეს შესაბამისი შეფასება. ცხადია რომ ბატონი იური აცხადებდა რომ იგი "გადააგდო" ოცნების ხელისუფლებამ და დარწმუნებული ვარ ამის შესაბამისი მტკიცებულებებიც ჰქონდა, ამ მოსაზრებას მიმყარებს მთავრი პროკურორის არჩილ კბილაშვილის "ფრთიანი ფრაზა" – ჩვენ ამ ადამიანებს მადლობა უნდა მოუხადოთ რომ ხელისუფლებაში მოვედით.
ბატონებო ხელისუფლებიდან : ცეცხლს ეთამაშებით და მიიღებთ ისეთ კოცონს რომელსაც ვერასდროს ჩაახშობთ. სასწრაფოდ გამოიძიეთ!" _ წერს ონიანი სოციალურ ქსელში.