საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვა პარლამენტში 4 თებერვალს აღარ გაიმართება, _ ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ საშემოდგომო სესიაზე ვერ მოხერხდა რიგი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და სწორედ ამ თემებზე მსჯელობას პარლამენტი თებერვლის დასაწყისში დაუთმობს.
რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის თარიღს, საკითხი პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება.
ამავე თემაზე: