ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისი-ივნისიდან დაიწყება ცენტრალური ავტობანის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა.
"ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანია ავტობანის ამ მონკვეთის მშენებლობას მას შემდეგ დაიწყებს, რაც მოხდება მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული კომპენსაციების ოდენობის მოსახლეობასთან შეჯერება. წესით, ივნისის დასაწყისამდე ეს პროცესი უნდა დასრულდეს. მშენებლობაზე დაახლოებით 1000-1500 ადამიანი დასაქმდება, ამიტომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევქმნათ მონაცემთა ბაზა, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში საჭირო კვალიფიკაციის მუშახელი (ინჟინრები, მძღოლები, დამხმარე მუშები და ასე შემდეგ) მოვიძიოთ და შემდგომში ეს ადამიანები შევთავაზოთ კომპანიას“, – განაცხადა ურუშაძემ