საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოაველეობას პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური შეასრულებს.
ვახტანგ გომელაურს ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 27 მაისს აქვს შევსებული, სადაც მითითებულია, რომ მინისტრის მოადგილე და ახლა უკვე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თბილისში, ვარკეთილის პირველ მიკრო რაიონში 64.00 კვ.მ ფართობის ბინას ფლობს. მის მეუღლეს, ნინო კუდუხაშვილს კი, ამავე კორპუსში 88.00 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ბინა აქვს.
ნინო კუდუხაშვილს ეკუთვნის მსუბუქი ავტომანქანა 1998 წელს გამოშვებული HONDA CRV.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ოჯახი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს, რაც შეეხება გომალაურის ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში, ვახტანგ გომელაურის სახელფასო ანგარიშზე ბანკ „ქართუში“ 5306.19 ლარი კრედიტი ირიცხებოდა, მისი მეუღლის მიმდინარე ანგარიშზე ,,თი–ბი–სი ბანკში – 120.00 დოლარის კრედიტი.
ვახტანგ გომელაურს დეკლარაციის შევსებისას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 20000 დოლარი და 14000 ლარი.
რაც შეეხება მის სახელფასო შემოსავალს, 2013 წელს, გომელაურმა მინისტრის მოადგილის პოსტზე 84112.34 ლარი აიღო.
2013 წლის 4 ივლისს 2015 წლის 4 ივლისამდე გომელაურის სახელზეა აღებული სესხი ბანკ „ქართუში“ 5900 დოლარის ოდენობით.
რაც შეეხება მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის გასავალს, 2013 წელს გომელაურის ოჯახმა რემონტისთვის 30000 ლარი დახარჯა.
მინისტის მოვალეობის შემსრულებელს მეუღლე და 2 შვილი ჰყავს.