საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადამდგარ შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს გადაწყვეტილებას უწონებს და ამბობს, რომ "ჭიკაიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო".
ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ ჭიკაიძემ პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და მაქსიმალურად გამოხატა საკუთარი პასუხისმგებლობა.
"მან მიიღო სწორი გადაწყვეტილება და აჩვენა, რომ აქვს პასუხისმგებლობის განცდა. მან პატივი სცა ოფიცრის მუნდირს და საკუთარი პასუხისმგებლობა მაქსიმალურად გამოხატა. ალექსანდრე ჭიკაიძემ აჩვენა დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა. ეს იყო მისი მხრიდან სწორი ნაბიჯი. ჭიკაიძის საქციელით დასტურდება, რომ მთავრობა ახალი ღირებულებებით იმართება," _ განაცხადა ივანიშვილმა „ჯაზუში", სადაც ის იური ვაზაგაშვილის ოჯახისთვის მისასამძიმრებლად იყო მისული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჭიკაიძის განცხადებას დღესვე უპასუხა და აღნიშნა, რომ მინისტრის მოთხოვნა დაკმაყოფილდება.