იტალიის ქალაქ პიზაში ქართველთა 15 კაციან დანაშაულებრივ დაჯგუფებას ასამართლებენ, რომლის ერთი წევრიც 26 წლის გოგონაა.
დაჯგუფება იტალიის ქალაქებში თითქმის ორი წელია მოქმედებდა საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ძარცვითა და ქურდობით იყო დაკავებული.
ოპერაცია, რომელიც ამ დაჯგუფების გასანეიტრალებლად მიმდინაროებდა თითქმის ერთ წელს გაგრძელდა და სამართალდამცველებს კოლასალური ძალისხმევა დასჭირდა მათ დასაკავებლად.
ინტენრნეტგამოცემა www.iltirreno.gelocal.it -ის ცნობით, დაჯგუფების წევრები ქურდობის დროს ძალიან ორგანიზებულად მოქმედებდნენ და ბინებში შესაღწევად სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებს იყენებდნენ.
ნაძარცვი ნივთების დიდი ნაწილი სამართალდამცველების განცხადებით, საქართველოში იგზავნებოდა.