ოდესღაც ცეკვა ეროტიკად ითვლებოდა, დღეს ტანვარჯიში გახდა.
ცეკვის დაწყება ნებისმიერ ასაკში შეიძლება. ერთადერთი აუცილებელი პირობა სურვილია.
რას გვაძლევს ცეკვა? ზღვა სიამოვნებას, თავდაჯერებას, ენერგიის მუხტს, შესანიშნავ განწყობას, სიცოცხლის სურვილს, მოძრაობის სიმსუბუქეს, ლამაზ ტანდეგობას, ამტანობას, ჭარბი წონისგან გათავისუფლებას, შესანიშნავ თვითშეგრძნებას.
მენტალური და ემოციური პრობლემები, რომლებიც წარმოშობილია სხეულში კუნთების სპაზმებით, ჩვენს თავისუფლებას ბოჭავს. ცეკვა საკუთარი სხეულით უკმაყოფილების დაძლევას ეხმარება, მოძრაობებისგან სიამოვნების მიღებას გვასწავლის, გვკარნახობს, სპონტანურობა და ცხოვრების ხალისი როგორ დავიბრუნოთ.
ლათინოამერიკული ცეცხლოვანი და დინამიკური ცეკვები (სამბა, რუმბა, სალსა) დიდი რაოდენობით კალორიებს წვავს, ცხოვრებისეულ პრობლემებს გვავიწყებს და განწყობას ამაღლებს.
ეთნიკური ცეკვებიდან (არაბული, ფლამენგო, ირლანდიური და სხვა) ყველაზე გავრცელებულია არაბული ანუ მუცლის ცეკვა – ამქვეყნად ერთ–ერთი ყველაზე ეროტიკული და მშვენიერი. მუცლის ცეკვის დახმარებით შეგიძლიათ დიეტების დაცვის გარეშე გახდეთ, მოკლედ, სხეულის ჰარმონიზაციას მიაღწიოთ. ამ ცეკვას ქალის ჯანმრთელობისთვის შეუფასებელი სარგებლობა მოაქვს.
ბოდი–ბალეტი – ყველაზე შესანიშნავი ფიტნეს პროგრამაა, რომელიც დუნდულებს, თეძოებსა და ნაკუთალს უფრო მოქნილსა და მკვრივს ხდის.
ცეკვა შესანიშნავი საშუალებაა დეპრესიისგან გასათავისუფლებლად. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ცეკვის დროს გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები – ენდორფინები. ამის წყალობით გულის მუშაობა ნორმალური ხდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და შესაბამისად განწყობა მაღლდება.
დაბოლოს, გახსოვდეთ, ცეკვა, ისევე როგორც ნებისმიერი ფიზიკური დატვირთვა, შედეგს მაშინ იძლევა, თუ მას რეგულარულად და ინტენსიურად ასრულებთ.