დღევანდელ გადაცემაში ნახავთ: რატომ არ დაუჭრა მხარი ოზურგეთის მერის ინიციატივას საკრებულოს დეპუტატმა ირინა საჯაიამ 20 თებერვალს და რა შეიცვალა ერთ კვირაში; რატომ დაწერა განცხადება საკრებულოდან წასვლის თაობაზე და რატომ გადაიფიქრა მეორე დღეს; აიღო თუ არა ‘ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაწყვეტილების შეცვლაში 10 000 დოლარი და რა გახდა პარტიის დატოვების მიზეზი.
ამავე გადაცემაში ნახავთ _ რას პასუხობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ბრალდებებს, რას ფიქრობს ამ საკითხზე ქალაქის მერი და ახდენდა თუ არა ბეგლარ სიორიძე საკრებულოს დეპუტატზე ზეწოლას.
უყურეთ გადაცემას „კვირის თემა“ და გაიგეთ მიიღო თუ არა პრემიერის საყვედურები საკუთარ თავზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ და როგორ აფასებს მოსახლეობა მთავრობის ქამრების შემოჭერის პოლიტიკას.