გასულ პარასკევს, მაჩხვარეთის საბავშვო ბაღში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სკოლამდელი საგანმანათლებლო-საარმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება უფლებამოსილება შეჩერებოდა კონფლიქტში მონაწილე ოთხივე პირსა და ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს დალი მუსერიძეს.
იმავე საღამოს, ცენტრის ადმინისტრაციამ ბრძანების საფუძველზე მაჩხვარეთის ბაღის დროებით ხელმძღვანელობა ცენტრის ყოფილ უფროსს ნინო ხალვაშს დააკისრა, რომელიც გასული წლის სექტემბერში სტრუქტურული რეორგანიზაციის საფუძველზე, დავით დობორჯგინიძით ჩაანაცვლეს, რაც მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის მაშინდელი განმარტებით სისტემაში „ახალი სიცოცხლის აუცილებლობით“ იყო გამოწვეული. მაშინ ქალბატონი ნინო ერთ-ერთი ზონის კურატორად დანიშნეს, თუმცა მიმდინარე წლის თებერვალში, მიზეზთა გამო, მას ამ პოსტის დატოვება საკუთარი განცხადების საფუძველზე მოუხდა.
დღეს კი, ლანჩხუთის სკოლამდელი სააღმზრდელო ცენტრის ადმინისტრაციას პარასკევს მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მოუწია და მაჩხვარეთის ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობა დროებით, როგორც ბრძანებაშია ნათქვამი, ცენტრალური ზონის კურატორს გვანცა ჩხარტიშვილს დაევალა, რადგან ნინო ხალვაშმა შეთავაზებული პოსტის დაკავებაზე უარი თავად განაცხადა.
ცენტრისვე ბრძანებით, მზარეულის ხათუნა კერესელიძის მოვალეობას მზარეულის თანაშემწე ნანი ურუშაძე შეასრულებს, ხოლო უფროსი აღმზრდელის მადონა ზენაიშვილის ფუნქციები დროებით მანია ათოიანს დაეკისრა.
ამავე თემაზე:
ბაღის თანამშრომელთა კონფლიქტი აღსაზრდელების თვალწინ
მაჩხვარეთის საბავშვო ბაღის აღმზრდელებსა და ხელმძღვანელს უფლებამოსილება შეუჩერდათ