რამდენიმე წუთის წინ სამტრედიიდან ოლიმპიური ცეცხლი ჩოხატაურში შემოიტანეს.
ცეცხლს გურიის გუბერნატორი, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი სხვა საჯარო მოხელეებთან და რიგით ჩოხატაურელებთან ერთად დახვდნენ.
ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლა მოკრძალებულად აღინიშნა, რადგან საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 13 ივნისის სტიქიის გამო, საზეიმო სპორტული და კულტურული ღონისძიებები გადაიდო.
ცეცხლის დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, გურიის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის პირველი პირები საკათედრო ტაძარში სტიქიის დროს დაღუპულების მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ.