ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დარბაზში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განხილული იქნა კვლევის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები, რომლების დამუშავების შემდეგ აისახება გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ შემუშავებულ ოზურგეთის გენდერული პოლიტიკის გეგმაში.
შეხვედრაზე შემუშავდა გენდერული პოლიტიკის პროექტი, რომელიც საბოლოო სახის მიღების შემდგომ უნდა წარედგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას, რათა კვლევის შედეგად გამოკვეთილი საჭიროებები აისახოს 2016 წლის ბიუჯეტში.
(R)