დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატების დარეგისტრირების ბოლო დღეა. წესდების მიხედვით, კანდიდატურების დარეგისტრირების ვადა არჩევნებამდე 25 დღით ადრე უნდა შეწყდეს.
ამ დროისთვის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას სამი კანდიდატი აპირებს : რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია.
არჩევნებში მონაწილეობას გეგმავდა ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი მერაბ ჟორდანიაც, თუმცა საკუთარი კანდიდატურა მას ამ დრომდე არ დაურეგისტრირებია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.