თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ, ხელმეორედ დაპატიმრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ტელეკომპანია "რუსთავი2"–სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა რომ არ გამორიცხავს "თავისუფალ დემოკრატებთნ" გაერთიანებას.
"თავისუფალ დემოკრატებთან" შესაძლო გაერთიანებაზე საუბრობისას ის ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და ალასანიას გუნდი წარსულზე ვერ შეთანხმდებიან. ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა.
"ჩვენ ვერ შევთანხმდებით წარსულზე, ისინი მუდმივად ისაუბრებენ 9 წლიან მმართველობაზე, მე ყოველთვის წამოვაძახებ იმ 2 წელს, რაც მათ ივანიშვილის მთავრობაში გაატარეს. აზრი არ აქვს იმას, რომ წარსულზე ვილაპარაკოთ, რადგან მოსახლეობას უნდა საუბარი მომავალზე," – განაცხადა უგულავამ.