ქალაქის მერმა მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად კლდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. აქ მდებარე სკვერში ფილაქნის, მწვანე გაზონისა და მესრის აღდგენა მიდინარეობს. ოქტომბრის ბოლომდე ადგილობრივებს უკვე განახლებული და კეთილმოწყობილი სკვერი ექნებათ.
პარალელურად, აქტიურ ფაზაშია ჭავჭავაძის ქუჩაზე მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები. ორივე ზემოთხსენებულ პროექტს შპს "ავტომატიკა’" ასრულებს.
ოზურგეთის მერმა, ბეგლარ სიორიძემ ქალაქის ქუჩების მოასფალტების სამუშაოები მოინახულა. ამჯერად გზის რეაბილიტაციის პროცესი ნიკოლაძის, ჭანტურიასა და გრიბოედოვის ქუჩებზე მიმდინარეობს.
სამუშაოებს შპს "black sea group" ასრულებს. აღნიშნულმა კომპანიამ ასფალტის საფარი უკვე დააგო გურამიშვილის, ფარნავაზ მეფისა და რუსთაველის ქუჩებზე.
დღესდღეობით ასფალტი ისეთ ქუჩებზეც იგება, სადაც გზა ათეული წლების მანძილზე არ შეკეთებულა. გზების მოასფალტება ქალაქის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რომელიც მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა გახლდათ. ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები მომავალშიც ინტენსიურად გაგრძელდება.
(R)