ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები ოსიძეების ოჯახი, 8 წელია, რაც ადგილობრივ ხელისუფლებას სახლის გადახურვის თხოვნით მიმართავენ.
ორ ოთახში შემკედლებული რვა სულიან ოჯახი, სადაც სამი მცირეწლოვანია და აქედან ერთი ლეიკემიით დაავადებულია, არანაირი საარსებო წყარო არ გააჩნიათ, ერთადერთი შემოსავალი კი მოხუცის პენსიაა, რომელსაც სრულყოფილად ვერ იღებენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელის თქმით, აღნიშნულ ოჯახს დახმარება პირველივე შესაძლებლობისთანავე გაეწევა.