უკრაინის მილიციის თანამშრომლებმა ქალაქ კიევის დნეპროვის რაიონში მცხოვრები ხანდაზმული მამაკაცი დააპატიმრეს, რომელიც საკუთარ სახლში მარიხუანას მოყვანით იყო დაკავებული. 61 წლის პენსიონერმა განაცხადა, რომ მარიხუანა პირადად მისთვის, „სამკურნალო მიზნით“ მოჰყავდა.
სამართალდამცავებმა დაკავებულს საერთო ჯამში 100 კგ გამხმარი მარიხუანა აღმოუჩინეს, რომელიც მას სახლში არსებულ სპეციალურ სათბურში ჰქონდა მოყვანილი. უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამოღებული მარიხუანას საერთო ღირებულება „შავ ბაზარზე“ 3 მილიონ გრივნას შეადგენს.
უკრაინული კანონმდებლობის თანახმად პენსიონერს რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო:
Developed By Web Features 2024 © All rights reserved