საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში ბელგიაში დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, ბელგიის პოლიციამ პარიზის ტერაქტის ერთ- ერთი მონაწილე აიყვანა.
"ბელგიური ტელეკომპანია BEL- RTL-ს ცნობით, ბელგიის ფედერალურმა პოლიციამ, ბრიუსელის რაიონ "მოლენბეკში" ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პარიზის ტერაქტის ერთ ერთი მონაწილე აბდესალამ სალახი დააპატიმრა, თუმცა როგორც ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RTBF-ი იტყობინება, ბელგიის სამეფო პროკურატურის წარმომადგენელზე დაყდრნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაპატიმრებულია რამოდენიმე პიროვნება თუმცა არის თუ არა მათ შორის აბდესალამ სალახი, ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს განუცხადა რომ, ყველა დაპატიმრებულის ვინაობა, ამ ეტაპზე გამოძიებისუსაფრთხოდ ჩატარების მიზეზით ამ ეტაპზე არ ხმაურდება… როგორც ბელგიური მედია იტყობინება, "მოლემბეკში ჩატარებული სპეც ოპერაციის მსვლელობისას, პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს რის შემდეგაც ფედერალური პოლიციის სპეც დანიშნულების რაზმმა გამოიყენა "შოკის ხელყუმბარები" და ცრემლსადენი გაზი.."- წერს ჟურნალისტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.