ნიგერიის ქალაქ ნევიში გაზის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, გაზის ქარხნის აფეთქება ძლიერმა ხანძარმა გამოიწვია, რაც ბუნებრივი აირით სავსე სატვირთოს აფეთქების შედეგად გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ქარხნის თანამშრომლები და მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები არიან.
როგორც ცნობილია, შემთხვევის ადგილზე წითელი ჯვრის და სამაშველო ბრიგადები იმყოფებიან.
მაუწყებლის ცნობით, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ისინი საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.