ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა დავით მჟავანაძემ კითხვით მიმართა:
“ამ დღეებში ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა რუსულმა კომპანიამ "ლიტომ." ეს კომპანია ერთი კვირაა რაც შეიქმნა. ასევე ტენდერში იღებდნენ მონაწილეობას ქართული კომპანიები, რომლებსაც წლების განმავლობაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ რომ ეს არის კორუფციული გარიგების კიდევ ერთი მაგალითი. ეს კომპანია ქალაქის სანაპიროებზე აპირებს სამუშაოების წარმოებას და ამისთვის საკმაოდ დიდი თანხაა გამოყოფილი.“
გია სალუქვაძემ მჟავანაძეს შესთავაზე, რომ ის მზად იყო დაინტერესებულიყო ამ საკითხით და მის კაბინეტში მერიის თანამშრომლებთან ერთად გაერკვია ტენდერის დეტალები.
_ თუ ეს ასე არ იქნება, რაც თქვენ ამბობ, მაშინ მოგიწევთ საჯაროდ თქმა, რომ ტყუილი თქვი, – უთხრა გუბერნატორმა დეპუტატს.
შეხვედრა 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ შედგა. გუბერნატორის კაბინეტში ქალაქ ოზურგეთის მერის, ბეგლარ სიორიძესა და “ნაცმოძრაობის“ დეპუტატს, დავით მჟავანაძის შორის შელაპარაკება მოყვა.