რამდენიმე დღეა ჩოხატაურში არსებული "პროკრედიტ ბანკის" ბანკომატში თანხა არ არის, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებას იწვევს. "პროკრედიტ ბანკის" მარკეტინგის განყოფილების წარმომადგენელის ნატო ბოჭორიშვილის თქმით, ამის მიზეზი ბანკომატის გაუქმებაა:
_ ჩოხატაურში ვაუქმებთ ბანკომატს და თანხაც ამიტომ არ არის. უკვე მოვაწერეთ ხელი ხელშეკრულებას "ლიბერთი ბანკთან" და ჩვენ მომხმარებლებს საშუალება აქვთ, ჩვენი ტარიფებით ისარგებლონ "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერი ბანკომატით, _ გვითხრა ბოჭორიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციას "პროკრედიტ ბანკის" მომხმარებლები არ ფლობენ. შესაბამის გაფრთხილებას ვერც ბანკომატთან წაიკითხავთ.