გრიბოედოვის ქუჩის სანაპირო ზოლზე "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს მუშა ჯგუფი სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს.
სამუშაოები ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ მოინახულა და მოსახლეობას გაესაუბრა.
ელექტროსადენები, რომელიც ხეების გასწვრივ გადის, დიდთოვლობის დროს დაზიანდა და მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამჟამად მუშა ჯგუფი ტოტების გამოჭრის სამუშაოებს აწარმოებს.
"ქალაქის მერიის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, დროულად მომხდარიყო ტოტების გამოჭრა, რათა მოსახლეობას ზამთრის პერიოდში შუქის მიწოდება არ შეზღუდვოდა, "ენერგო პრო-ჯორჯია"-მ ვერ მოახერხა დროული რეგირება. 2 იანვარს გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობას ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა შუქი. არსებობს ერთი პრობლემა, ხეები, რომლის ტოტების ჩამოჭრა ახლა მიმდინარეობს, წიწვოვანი ჯიშისაა და გვინდა რაც შეიძლება ნაკლებად დაზიანდეს. პრობლემა მხოლოდ უშუქობა არ გახლავთ. ხაზს ვუსვამ, რომ ტოტები ღია სადენებს ედება, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ვესაუბრე "ენერგო პრო-ჯორჯია"-ს გენერალურ დირექტორს და ვთხოვე ღია ტიპის ელექტროგაყვანილობა, კაბელით ჩაანაცვლოს. იმედია, ხსენებული კომპანია ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებს." – აღნიშნა ბეგლარ სიორიძემ
(R)