ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთში, მცხოვრები ზ. ებრალიძის საცხოვრებელი, ორსართულიანი სახლი ახალი წლის ღამეს დაიწვა და ოჯახის დიასახლისი დაიღუპა.
ხანძრის შედეგად სახლი სულ განადგურდა და მრავალსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.
ტრაგედიის დროს სახლში ოჯახის ფეხმძიმე რძალი და ორი არასრულწლოვანი იმყოფებოდა.
ბაილეთის მაჟორიტარი დეპუტატის პაატა კიღურაძის ინფორმაციით, 70 წლის ქალბატონი მაშინვე გადაიყვანეს რეანიმობილით თბილისში, თუმცა, მალე გარდაიცვალა.
დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა არასრულწლოვანმაც. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად შეშის ღუმელი სახელდება.
შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
როგორც დეპუატატი “გურია ნიუსთან“ საუბრისას“ აღნიშნავს, ღია ცის ქვეშ დარჩენილებს ხელისუფლება ყველანიარ დახმარებას გაუწევს.