"კალათბურთელი ზაზა ფაჩულია გურიაში გახლდათ სტუმრად. მასპინძელმა გააფრთხილა სუფრაზე არაფერი წამოგცდეს თორე მწარედ "გიკბენენ" გურულები და მერე გეწყინებაო. ზის ზაზა ხმას არ იღებს შიშით. ბოლოს გაბედა ცას ახედა და იკითხა (ამაზე მაინც რა უნდა მითხრან "ისეთიო"):
_ხვალ როგორ ამინდია იქნება?..
იქვე ერთმა გურულმა არ დააყოვნა პასუხი:
_ ძამა, ღრუბელში შენ გაქვს თავი შერჭობილი და ამინდს ჩვენ გვეკითხები?
წყარო – პაწე გურიას დიდი გული აქ