12 იანვრის ღამეს ლანჩხუთში ივერიის ღვთისმშობლის ტაძარი დაზიანეს. ბოროტმოქმედებმა ტაძრის სარკმელი და სხვადასხვა ნივთები დაამტვირიეს.
შემთხვევის ადგილას საგამოძიებო მოკვლევის მიზნით სამართალდამცავები იმყოფებოდნენ და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ლანჩხუთში გასულ წელსაც ქონდა. მაშინ ბოროტმოქმედებმა რამდენიმე ტაძარი და სავაჭრო ობიექტი ერთდროულად გაქურდეს, გატანილი ნივთები კი დააზიანეს და გადაყარეს. მაშინ პოლიციამ დააკავა კიდეც ფაქტის მონაწილე რამდენიმე არასრულწლოვანი, რომლებიც მალავე გაათავისუფლეს.