ინდონეზიის დედაქალაქში ტერორისტებმა თავდასხმა განახორციელეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქებები, რომელიც ჯაკარტაში მდებარე სავაჭრო ცენტრთან და პოლიციის შენობასთან მოხდა, სროლაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, ინდონეზიის დედაქალაქში ვითარებას ამ დროისთვის სამართალდამცველები აკონტროლებენ.
როგორც ცნობილია, ინდონეზიის პრეზიდენტმა, ჯოკო ვიდოდომ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.
"მწუხარებას გამოვთქვამთ იმ ადამიანების გამო ვინც მომხდარ ინციდენტს შეეწირა, მაგრამ ჩვენ ვგმობთ აქტს, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ერის უსაფრთხოებასა და მშვიდობას,"_განაცხადა მან.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია თუ რომელი ტერორისტული დაჯგუფება დგას თავდასხმის უკან, თუმცა გავრცელებული ცნობით, მომხდარი "ისლამური სახელმწიფოს" ხელწერას გავს.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებიდან სამი მკვდარია, ოთხი კი დაკავებული.