დევიდ ბოუის ცხედარს ნიუ-იორკში კრემაცია ჩაუტარეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, კრემაციის პროცესი ლეგენდარული მომღერლის გარდაცვალებიდან მალევე შესრულდა და ის გასაიდუმლოებული იყო.
როგორც ცნობილია, მომღერლის სურვილის შესაბამისად ცერემონიას არც ოჯახის წევრები და არც მეგობრები ესწრებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ლეგენდარული მომღერალი დევიდ ბოუი 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა.