თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ ჩოგბურთელთა 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული ქართველი ჩოგბურთელი – ეკატერინე გორგოძე გახდა. მე-2 ნომრად განთესვის მქონე გორგოძემ 5 მატჩი მოიგო,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკატერინე გორგოძემ დაამარცხა ივანა ჰორვატი ავსტრია, 6:0, 6:1, მარიანა დრაჟიჩი ხორვატია, 6:2, 7:6, პია ჩუკი სლოვენია, 6:3, 2:6, 6:2, იულია გრაბნერი ავსტრია, 6:3, 6:4, გადამწყვეტ პაექრობაში ფინალში კი ტურნირის მე-8 ნომერი ბულგარელ ვიკტორია ტომოვა 6:4, 6:0 დაამარცხა.
გორგოძე და ქვაცაბაია ანტალიაში რჩებიან და ახალ 10.000-იან ტურნირში ჩაებმებიან. გორგოძე იანა მორდერგერს (გერმანია), ქვაცაბაია კი ჩიარა გრიმს (შვეიცარია) გაუწევს მეტოქეობას.