სახლმწიფო დაცვის საპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, მისი შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ხმებს არ ადასტურებს და პირველ კომენტარს "გურიას ნიუსთან" აკეთებს.
"აბსოლუტურად არასწორია გავრცელებული ინფორმაცია და არ ვიცი, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი ამ თემის ირგვლივ. გოგა (შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. ავტ.) ჩემი ახლო მეგობარია და მასთან უხერხულია რაც ხდება. ის არის ძალიან კარგი მინისტრი, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს, საკადრო გადაადგილებებს ახორციელებს, რითაც ადვილად შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს", _ გვითხრა ჩუბინიძემ.
მისივე თქმით, სულაც არ აქვს მას შს მინისტრობის სურვილი და ის ძალიან კარგ სამსახურში მუშაობს.
"ძალიან მიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ", _ აღნიშნა "გურია ნიუსთან" ჩუბინიძემ.