2012 წლის ნოემბრიდან 2016 წლის 01 იანვრამდე პერიოდში, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც მოიცავს წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სხვა ძალადობრივ დანაშაულებს, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება 191 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ, გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"ამჟამად, 2012 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ჩადენილ ცემა-წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სხვა ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო დანაყოფებში გამოძიება მიმდინარეობს 5 პირის, კერძოდ: დათა ახალაიას, გიორგი კალანდაძის, მეგის ქარდავას, რომან შამათავას და გიორგი სამუშიას მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით. (იხ. ბმული http://pog.gov.ge/geo/news?info_id=819 )
ჩატარებული გამოძიებისა და განხორციელებული სახელმწიფო ბრალდების შედეგად გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარია 81 პირის მიმართ (დაახლოებით 300-მდე დანაშაულებრივ ეპიზოდზე), სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე", – აღნიშნულია მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში", _ აღნიშნავენ მთავარ პროკურატურაში.
გახმაურებულ დანაშაულებებთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ – გახმაურებულ დანაშაულთა გამოძიების სტატისტიკა.