დღეს, 24 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართა სრკ-ს საერთო კრება, რომელზეც გაიმართა სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნები. კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ სრკ-ს ნამდვილი წევრები. წარდგენილი იყო ორი კანდიდატი – გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.
35 ხმით 32-ის წინააღმდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად აირჩიეს გოჩა სვანიძე.