წუხელ მოსულმა თოვლმა გურიაში პრობლემები უკვე შექმნა. ინტენსიური თოვის გამო გზების გაწმენდა სირთულეს წარმოადგენს. გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში გზები იწმინდება. თუმცა, ამ ეტაპზე ბევრ სოფელში ტრანსპორტი ვერ მოძრაობს.
პრობლემაა ჩოხატაური ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე, სადაც ბოლო ერთი საათის განმავლობაში ექვსი ავარია დაფიქსირდა.
მძღოლების თქმით, მიზეზი გზის გაუწმენდაობაა. შპს "გზამშენი 18"-ის ხელმძღვანელის, თემურ ჯახვას ინფორმაციით, ოზურგეთი ჩოხატაურის გზაზე ტრაქტორი უკვე გამოსულია"
_ნატანებში იყო პრობლემა და იქ იყო ტრქტორები. ახლა წამოვიდნენ ე.წ. ნასაკირალის უღელტეხილის გასაწმენდად, _ გვითხრა ჯახვამ.