საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საბაჟო წესების გვერდის ავლით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების გადმოტანისას სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ვაჰაგნ თადევოსიანი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში მოაწყო სპეციალური სამალავი და სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით.