გურიაში ისევ დიდთოვლობაა. მოსახლეობა უხვად მოსული თოვლის გაწმენდას ვერ ასწრებს, გურულები საკუთარი ძალებით ცდილობენ გაუმკლავდნენ სტიქიას. ეს ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა ლანჩხუთელმა ლაშა სარჯველაძემ, წარწერით: "მე და კუკუჩამ ერთად გავკვალეთ ეზო."