გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ბათუმში 26 იანვრის მონაცემებით თოვლის საფარის სიმაღლემ 80 სმ-ს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ბათუმში ასეთი უხვთოვლიანობა არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების ინფორმაციით 1985 წელს თოვლის საფარის სიმაღლე 101 სმ დაფიქსირდა.
არსებული სინოპტიკური ინფორმაციით, უახლოეს 1 საათში თოვა შეწყდება. ხვალიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდი.