ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მედიას 12:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გააცნო.
როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გარდაბნის ოლქში, მოცემული დროისთვის აქტივობამ 11 % შეადგინა. შეგახსენებთ, რომ გარდაბანში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 71, 847-ია.
"მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა რამდენიმე საჩივარი. ამ ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების უმრავლესობა აღმოფხვრილია," _ აღნიშნა ანა მიქელაძემ.
დღეს, რიგგარეშე არჩევნებს 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის – 8 დამკვირვებელი და 11 მედია ორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდება.
ცესკოს სპიკერის ინფორმაციით, "ცალკეული უბნებიდან შემოვიდა ინფორმაცია, დამკვირვებლების მხრიდან მცდელობაზე, ზეგავლენა მოახდინონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, მოვუწოდებთ დამკვირვებლებს არ ჩაერიონ კომისიების მუშაობაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვას".
ბრიფინგის ბოლოს ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 სთ-ისთვის გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობაც შეახსენა: 2014 წელს აქტივობა 14:5 % იყო.