უხვად მოსულმა თოვლმა ლანჩხუთელთა ფანტაზიას ფართო გასაქანი მისცა. მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლები მარტო თოვლის ბაბუის გაკეთება არ დასჯერდნენ და საკუთარი უბანის პარიზისთვის "მიმსგავსება" გადაწყვიტეს, საამისოდ კი არც მეტი არც ნაკლები პირდაპირ "ეიფელის კოშკი" წამოჭიმეს.