პარაგვაელი ლამაზმანი ლერინ ფრანკო შუბის მტყორცნელია და სამჯერ აქვს მიღებული მონაწილეობა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
სამხრეთ ამერიკაში ის საუკეთესოდ ითვლება, თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით მისი მიღწევები ნაკლებად შესამჩნევია.
სამაგიეროდ, ლერინ ფრანკო წარმატებას წარმატებაზე აღწევს სამოდელო სფეროში: "მის პარაგვაის" ლაურეატი და "მის ბიკინი სამყაროს" ლაურეატი, პიკანტური ფოტოსესიები "მაქსიმისთვის" და "სპორტს ილუსტრეიდისთვის".
გარდა ამისა, ფრანკო სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქომაგადაც ითვლება და თანამემამულე ლარისა რიკელმეს ღირსეულ კონკურენციას უწევს.