კიევი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავი კიევის აეროპორტში ტერორიზმის საშიშროების გამო დააკავეს. ინციდენტის მიზეზი ქართველ მგზავრს უკავშირდება. თვითმფრინავის ერთ-ერთმა მგზავრმა მოგვიანებით „Facebook”-ში დაწერა, რომ ინციდენტი მთვრალი მგზავრის გამო მოხდა, რომელმაც ბორტზე ყოფნისას თავი ტერორისტად გამოაცხადა. ამასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ძალების მობილიზება და ასევე მგზავრების და თვითმფრინავის განმეორებითი შემოწმება ჩატარდა.
„ავედით კიევი-თბილისის რეისის თვითმფრინავში. ველოდებოდით, რომ თვითმფრინავი წუთი წუთზე დაიძრებოდა. მოულოდნელად, ვიღაც მთვრალმა ქართველმა განაცხადა, რომ ტერორისტია და ყველა აფეთქდებოდა. მოვიდა პოლიცია, ჩვენ ჩამოგვსვეს და ყველას და ყველაფერს თავიდან ამოწმებენ“ – წერს “Facebook”-ის მომხმარებელი.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved