პაკისტანის ქალაქ კუჰატში, ვალენტინობა აკრძალეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სამართალდამცავებს მოუწოდა მაღაზიებში ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი საჩუქრებისა და მისალოცი ბარათების გაყიდვა აკრძალონ.
კუჰატის გამგებლის განცხადებით, ვალენტინობა მათ რელიგიას ეწინააღმდეგება.
"ვალენტინობის დღის აღნიშვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, გარდა ამისა, ის ჩვენს რელიგიას ეწინააღმდეგება. ამიტომ ავკრძალეთ,"_განაცხადა მაულანა ნიაზ მუჰამედმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვალენტინის დღემ, შესაძლოა, უხამს საქციელს ხელი შეუწყოს.