21 წლის თამთა თოდიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ახალგაზრდა გოგონას ცოტა ხნის წინ მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს, სამკურნალოდ კი, 300 000 დოლარია საჭირო.
ოჯახს თანხის გადახდის საშუალება არ აქვს. ამიტომ თამთას ახლობლები და მეგობრები დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.
14 თებერვალს, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თამთას დასახმარებლად გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
ღონისძიებაზე გიორგი კეკელიძის "გურული დღიურები" და ლაშა მაჭარაშვილის ფოტო ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი; შემოსული თანხა თამთას დასახმარებელ ფონდში გადაირიცხება.
თამთას დასახმარებლად შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ თი-ბი-სი ბანკის ანგარიშზე GE89TB7032545063600062, მიმღები თამთა თოდიძე
შემოგვიერთდით, ვიბრძოლოთ სიცოცხლისთვის!