https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

    რუსულმა ძალებმა კიევს დრონებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

    მედია – დონალდ ტრამპი დღეს ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებს გეგმავს

    მედია – რუსეთში, რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

    პესკოვი: პუტინმა სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმების შეჩერების ბრძანება გასცა

    ელ-ნინიო სწრაფად ძლიერდება, რის გამოც პლანეტას ამინდის ანომალიების კიდევ 6 თვე ელის – გაერო

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ფანქრის ხე, გინკო, გიგანტური სექვოია…._ “ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, რომელსაც ეს უნიკალური სიმდიდრე ნანახი აქვს”

14:02; 14.02.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოში ბევრი ადგილია, რომელსაც უნიკალურობას ისტორიული წასული, ბუნებრივი სილამაზე ან უიშვიათესი მცენარეები სძენენ. ეს უკანასკნელი მხოლოდ მას შემდეგ გახდა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, რაც საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების შესახებ გახდა ცნობილი.

“გურია ნიუსმა“ მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, თუ რა ხდება წვერმაღალაზე, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, უნიკალური ხეების გაჩეხვა მიმდინარეობდა. თუმცა, ჩვენს მიერ გადაღებული კადრებით გაირკვა, რომ  სამუშაოების დროს, არცერთი ხე არ მოუჭრიათ და პირიქით, ახლები დაირგო (იხილეთ ვიდეო და ფოტო მასალა).

ბოლო დღეებში ეს საკითხი, მას შემდეგ გახდა  აქტუალური, რაც ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეები შეიძინა და გადარგვის სამუშაოები დაიწყო.

თუმცა, საინტერესოა, როგორაა მოვლილი და დაცული საქართველოში არსებული არათუ ცალკეული უნიკალური ჯიშის ხეები, არამედ, სხვადასხვა ეპოქაში წინაპრების შრომით გაშენებული დენდროლოგიური პარკები, ცალკეული პირების დაინტერესების გარეშე, აქვთ თუ არა მათ გადარჩენის შანსი.

ერთ-ერთი ასეთი უნიკალური დენდროლოგიური პარკი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორაბერეჟოულში, ერისთავების ყოფილ მამულში მდებარეობს, სადაც ადრე პროფესიულ -ტექნიკური სასწავლებელიც ფუნქციონირებდა.

გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბრის სხდომაზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძემ, დეპუტატების მხარდაჭერით, პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც ითვალისწინებს ჩოხატაურში ისტორიული დენდროპარკის, ერისთავების ისტორიული სასახლის და ადგილ-მამულის გადარჩენა-დაცვას, როგორც პროფესიული განათლების კერის ნაწილის:

„დიდი ხანია, მიმდინარეობს მუშაობა გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენაზე, თუმცა, განათლების სამინისტროს მიერ დადებული დასკვნის თანახმად, არსებული შენობა გამოუსადეგარია და დემონტაჟს ექვემდებარება. სამაგიეროდ, მდგრადი და ვარგისია იქვე, ოთხიოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ქვემო ერკეთის  ყოფილი პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის შენობა.

მიმაჩნია, რომ ორივე სოფლის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია სასწავლო კორპუსად გამოყენებული იქნას ქვემო ერკეთში მდგარი შენობა, ხოლო საცდელი ნაკვეთები, სასწავლო ბაზა განთავსდეს გორაბერეჟოულში. ამ ვარიანტს, რომელიც ორ სოფელს გამოაცოცხლებს და სამუშაო ადგილებს შექმნის, ასევე, გადაარჩენს უძველეს ისტორიულ-კულტურულ ადგილს, დენდროლოგიურ პარკს, პროექტის სახით, განათლების სამინისტროს უახლოეს ხანში შევთავაზებთ," _ ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

როგორც გავარკვიეთ, საკითხზე მუშაობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ზაალ მამალაძის თქმით, ერკეთში 10651 კვადრატული მეტრი მიწა სახელმწიფოს საკუთრებაა და დიდი ხანია გამოუყენებელია, ხოლო გორაბერეჟოულში, სადაც წლების წინ სანერგე მეურნეობა და საცდელი ნაკვეთები იყო, 24 ჰექტარზე მეტი მიწა „უმოქმედობისგან ფუჭდება“;

ნელ-ნელა ნადგურდება აქვე, დამატებით, 2,2 ჰექტარზე გაშენებული ერისთავების უნიკალური დენდროლოგიური პარკისა და ისტორიული შენობა-ნაგებობების შემორჩენილი ნაწილი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, უსულგულო დამოკიდებულებით ცუდ დღეში აღმოჩნდა: დაიკარგა ექსპონატები, დაიწვა უნიკალური შენობა, მოიჭრა ხეები….

_ გორაბერეჟოულში, 1924-2000 წლებში არსებული სასოფლო-სამეურნეო პროფილის ტექნიკური სასწავლებელი, ყოველწლიურად ამზადებდა 120-150 კვალიფიციურ სპეციალისტს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სპეციალობით; აქვე მოღვაწეობდა 60-მდე პედაგოგი, რომელთა უმრავლესობა ამჟამად უმუშევარია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმს ჰქონდა ტექნოპარკი, 24 ჰექტარზე მეტი მიწა, რომელზეც მოწყობილი იყო საცდელი ნაკვეთები და სანერგეები. ამავე ტერიტორიაზე მდებარეობს 12 დამხმარე ნაგებობა და სასწავლო კორპუსი.

იმის გამო, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა პროფესიული სასწავლებლის აღდგენას, ჩვენი თხოვნით, განათლების სამინისტროს სპეციალისტების მიერ შემოწმდა სასწავლო კორპუსი და დამხმარე ნაგებობები, რომელთა მდგრადობა ეჭვის ქვეშ დგას. ამის გათვალისწინებით, საჭირო გახდა ახალი კორპუსის მშენებლობა.

ჩვენი ინფორმაციით, მომზადდა კიდეც პროექტის პირველადი მონახაზი, თუმცა, ახალი კორპუსის მშენებლობა საკმაოდ ძვირი ჯდება. ამის გათვალისწინებით, შევიმუშავეთ წინადადება, რომელიც ვფიქრობთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის გაცილებით ხელსაყრელია: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში 2000 წლამდე, ასევე, ფუნქციონირებდა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებელი, რომელიც ასევე ყოველწლიურად 130-150-მდე სხვადასხვა პროფილის სპეციალისტს ამზადებდა.

აქაც დასაქმებული იყო 50-მდე პედაგოგი. სახელმწიფო მიწაზე დგას საკმაოდ მდგრადი შენობები, რომლებიც კაპიტალური რემონტის შემდგომ, რაც გაცილებით იაფი დაჯდება, სასწავლო კამპუსებად ვარგისია.

გაცილებით მომგებიანი იქნება, თუ მოხდება ამ ორი ბაზის შერწყმა-გაერთიანება. შესაბამისად, შეიქმნება ერთი მძლავრი, მრავალპროფილიანი განათლების ცენტრი_ სასწავლო კორპუსებით/კამპუსებით სოფელ ერკეთში და უნიკალური 24 ჰა-ზე გაშენებული საცდელი ნაკვეთებით _ სოფელ გორაში. ეს გამოიწვევს ორი სოფლის და მთელი მუნიციპალიტეტის გამოცოცხლებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და მიგრაციის შემცირებას, _ ამბობს მამალაძე ჩვენთან საუბრისას და აქცენტს გორაბერეჟოულში მდებარე დედროლოგიური პარკის განვითარებაზეც აკეთებს.

_  ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც მდებარეობს ერისთავების საზაფხულო რეზიდენცია, ციხე-გალავანი და საცხოვრებელი სახლი და რაც მთავარია, უიშვიათესი მცენარეებით გაშენებული დენდროლოგიური პარკი.

ისტორიულ მასალებს თუ დავეყრდნობით, რომელიც შემდგომ გამოკვლევებს საჭიროებს, აქ  ადამიანს ჯერ კიდევ ძვ. წ. I ათასწლეულში უცხოვრია.
გორაბერეჟიული გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა გურიის სამთავროს პოლიტიკურ ცენტრს. გორაბერეჟოულში დაიწყო პირველი ქართული ჩაის წარმოება. აქ, შოტლანდიელი აგრონომის – იაკობ მარის ინიციატივით, შემოიტანეს ჩაის ნერგები და ქართული ჩაის წარმოებას, წარმატებებს საერთაშორისო გამოფენებზე ჩაეყარა საფუძველი.

ასევე, ერისთავის მამულში გადარგეს ჩაის ნერგები ოზურგეთიდან, მამია V გურიელის ბაღიდან. ერისთავმა საქართველოში პირველმა პრიმიტიული წესით დაამუშავა ჩაი 1864 წელს და პროდუქცია გაიტანა თბილისსა და სანკტ-პეტერბურგში გამართულ სასოფლო-სამეურნეო გამოფენებზე.

სასახლის ირგვლივ ორი ჰექტარის ფართობზე გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში წარმოდგენილია იშვიათი ჯიშის მცენარეები: ფანქრის ხე, კანფეტის ხე, გიგანტური სეკვოია, იაპონური მარწყვის ხე, გინკო… _ 150 ჯიშის მსოფლიოს ხუთი კონტინენტიდან ჩამოტანილი მცენარეები.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში პარკს დაფინანსება არ ჰქონია, რამაც საქართველოში ერთ-ერთ უნიკალურ დენდროპარკს პრობლემები შეუქმნა. მაგალითად, სეკვოიამ დაიწყო ხმობა. ამის პარალელურად, სეკვოიას სამი ნერგი ე.წ. ნაყარი წამოვიდა, მაგრამ გადარგვით ვერ გაიხარა, რადგან ამას სპეციალური ტექნოლოგია, მოვლა სჭირდება. გორაბერეჟოულის ტყე-პარკის გადარჩენა, ტექნიკუმის აღდენა ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, _ ამბობს მამალაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, გურიაში სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო პროფილის ტექნიკუმი არ არსებობს და ამ კომპლექსის განვითარება ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების გახორციელების ფონზე.

მამალაძე ამბობს, რომ პროფესიული სასწავლებლისთვის შენობების აღდგენასთან დაკავშირებით, სახელმწიფოებრივი მიდგომების მქონე ადამიანების ჩართვით, საკითხი წინ წავიდა, რასაც ვერ ვიტყვით დენდროლოგიურ პარკზე:

_ მისი გადარჩენა ფინანსებთან არის დაკავშირებული, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ შეძლებს. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კი პარკის გადარჩენაა, სადაც როგორც ზემოთ აღვნიშნე, უნიკალური ჯიშის ხეები და მცენარეებია გაშენებული.

ჩვენ წლების მანძილზე მივეჩვიეთ, რომ ხეებს ვჭრით, ვანადგურებთ და მის ნაცვლად არაფერს ვრგავთ. ძალიან ცოტაა იმ ადამიანების რიცხვი, რომელსაც  გურიის და არა მარტო გურიის ეს უნიკალური სიმდიდრე ნანახი აქვს. არადა, ეს ადგილი თავისუფლად შეიძლება იქცეს გურიის ტურისტულ და ახალგაზრდულ ცენტრად, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მამალაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, პროექტის არანაკლებ მნიშვნელოვანი მხარე სოციალური ასპექტებია, რომელსაც ახლა ამუშავებენ და ორ დღეში  სრული სტატისტიკური მონაცემები ექნებათ.

_   უახლოეს პერიოდში დამუშავებული წინადადებები გადაეგზავნება ყველა უწყებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გათვალისწინებული იქნება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის, განსაკუთებით ახალგაზრდობის თხოვნა და გურიაში კვლავ აღდგება მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა  და მთელი გურიის  მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი იქნება;

სახელმწიფო გვერდში დაგვიდგება, რომ გადავარჩინოთ  ისტორიულ-კულტურული ძეგლი, რომელსაც უნიკალურობას ერისთავების დენდროლოგიური პარკი სძენს!  _ გვითხრა ზაალ მამალაძემ.

“გურია ნიუსი“ ამ თემას პერმანენტულად გააშუქებს, ასევე, მოგითხრობთ გურიაში ჯერ კიდევ შემორჩენილ უიშვიათესი მცენარეების, პარკების შესახებ. ასევე, იმ პარკების შესახებაც, რომლებიც უმოწყალოდ, დანაშაულებრივად განადგურდა, თუმცა ამაზე პასუხი არავის უგია!

ამავე თემაზე: სოფელი, სადაც ადამიანი ძვ.წ. I ათასწლეულში ცხოვრობდა; დაუმორჩილებლობის სიმბოლო ხელისუფლების ყურადღების მიღმა
გაზიარება4Tweet3Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული_ ტრაგედია ბახვში

ჰონგ-კონგში ვალენტინობა მანათობელი ვარდების შოუთ აღნიშნეს (ვიდეო)

ყველა სიახლე

მთავარი

 „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

22:22; 11.09.2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11.09.2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11.09.2026
პოლიტიკა

გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება- რას აცხადებენ პროკურატურაში

19:31; 11.09.2026
სამართალი

გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

18:46; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დაკავებისას – მითხრეს, რომ დაკავებული ვარ საქართველოს ღალატისთვის

18:37; 11.09.2026
ფინანსები

100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის

18:36; 11.09.2026
სამართალი

გიორგი ბარამიძე დააკავეს

18:12; 11.09.2026
ფინანსები

Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს სხვადასხვა შეთავაზებები დახვდებათ

17:58; 11.09.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11.09.2026
პოლიტიკა

თამარ ჩერგოლეიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ თავად მიხეილ სააკაშვილი შლის, სისტემურად და არა იაგო ხვიჩია, „ნაცმოძრაობას“ გადარჩენა არ უწერია

16:16; 11.09.2026
საზოგადოება

პატრიარქი – ხშირად უნდა მოვწყდეთ ჩვენს მიწიერ მიჯაჭვულობას, საზრუნავს და აღვაპყროთ ჩვენი გონება ზეცისკენ, წმინდანებისკენ და მათ ვთხოვოთ შეწევნა

15:45; 11.09.2026
საზოგადოება

თიბისის მობაილბანკის აგვისტოს განახლებები – კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა ერთ სივრცეში

15:17; 11.09.2026
სამართალი

მარგო მარგო ზოიძის მკვლელობის საქმე _ სააპელაციო სასამართლომ ბრალდებულის მხარის საჩივარი დაუშვებლად ცნო

13:45; 11.09.2026
საზოგადოება

აბიტურიენტების საყურადღებოდ! _ მეორად ჩარიცხვასთან დაკავშირებით განახლებული ცნობარი გამოქვეყნდა

13:10; 11.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო