ქალაქ ოზურგეთის ჟანი კალანდაძის სახელობის კინოთეატრის შენობაზე წარწერა "არა მომავალს" გამოჩნდა.
ეს შენობა ახალგაზრდების თავშეყრის ადგილია. როგორც ჩვენთან საუბრის დროს შენობასთან მყოფნი ახალგაზრდები ამბობენ, ეს წარწერა ეს დღეებია, რაც გაჩნდა.
“ჩვენ არაფერი არ ვიცით. “ – გვითხრეს ახალგაზრდებმა.
ტერიტორია აღნიშნული შენობის წინ, ხშირად არის დანაგვიანებული და გარემოზე ნაკლებად ზრუნავენ, ამის შესახებ "გურია ნიუსი" 2016 წლის 15 იანვარს წერდა.
2015 წელს კინოთეატრის კედლებზე პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელი წარწერები გამოჩნდა.