„გურია ნიუსის“ მოპოვებული ინფორმაციით, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო. გარდაცვლილს ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა 30 წლის ახალგაზრდას თვითმკვლელობის მიზეზი.
ამ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურშიც ადასტურებენ.
როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თანასოფლელები გარდაცვლილს დადებითად ახასიათებენ. მათი განცხადებით გარდაცვლილს რაიმე პრობლემები არ აწუხებდა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved