გურულის წერილებიდან (ამონარიდი ერთი ძველი გაზეთიდან)
ალმასხანას ხუთი ციცაი ყავდა. ანაიეი, სოფიელაი, ნინოეი, ვოლღაიეი და ესმაიეი… გაათხუა ანაიეი… გევიხედე და შენ გაბილას დიდი გაშანშალებული ბარათი… მობრძანდი ანიჩქას ვათხოვ და ჩემი ოჯახი გაანხიარულეო.
კაი… გავანხიარულე მისი ოჯახი, მარა ჩემი ოქოქიე კი ამუაგდე – მივიტანე ორი მანათი – მუულოცე. გაათხუა სოფიელაი… სონიჩქას ვათხოვო – კიდევ ბარათი. მიმმატანია კიდომ ორი მანათი. გაათხუა ნინოეი… ახლა ნინიჩქას ვათხოვო და კიდომ მეწვიეო.
აღარ დამადგა საშველი…
ვიფიქრე: ამ ორ მანათსაც მივაპერტყებ თვალებში და მოვჩები ჭირს და ფათერაკს მეთქინ. მოვრჩი კი…(ფარას თვარა, იმის ჯავრს კი არა) მივიტანე საცოდავათ ნასესხები ორი მანათი.
ახლა მეგონა მოვისვენე. მარა ალმასხანაი არ მუასვენა თურმე ღმერთმა.
გევიხედე ეგერ წინაზე რომ ვოლღაიე გუუთხეებია იმ ჩემი ცოდვით საფსეს და ქი არ დამპაიჯა… ვათხოვ ვოლიჩქას აზნოშვილ ტაკიმეს ვაძლევ და მობძანდი ჩვეულებივათ მამხიარულევო. ტაკიძის ხათრიზა, რომ აზნოვიშვილობის შონაში ხელი არ შემიშალოს და აზნოურობის ტოტი არ დამიკაფონ მეთქინ, რაღას ვიზამდი?_ მივიტანე საცოდავად ჩამონათხონი ორი მანათი და ტლიკვან ბრეგვა გავაყრიებიე ტაშტში.
გადავრჩი ალმასხანას ბეგარას…
ვფიქრობდი… გევიხედე, შობა წინ დღით – ბრევაწობას, ქი არ ამომეყუდა იყუჯუროში ვინცხა ყაზახი?! მომართვა დიდი დაბეჭდილი ქახალდი ალმასხანიდან – მეწვიე ესმიჩქას ვათხოვო… აბა ალმასხანიზა მიმუშავია, მე! ჩემ ბაღნებს პერანგის ნაღლეტი ხუცის ოლარსავით კიდია კისერზე, ისე შემოუჯა ტანზე.
საბანიდან შიშველი ფეხი გამომირთა, მჭადი ეგონა ჩემ ბაღნებს და კეღამ წამჭამეს…
ჩემსას ძაღლი დაწოლილი ყეფს ისეა მიღანკილებული და რამდენი გათხოვდება, თუ ყველაი მე ჩამომეკიდა კისერში და ფარები ვუზიდე იგი რაცხა ქუთეისის ბანკს რომ მუუვიდა ,,ხრაკი” ქვია თუ რაცხა ჯანაბა, გაკოტრებას რომ უძახიან, იგი დამემართება.
მარა როვა გინდა! შინ დგომა არ მიწერია. ცოლის ჯუნჯღულს ვერ გადურჩები. სირცხვილს ნუ ვჭამთო, ხვალ თუ ზეგ უნდა გავაზნოურდეთო…
აი აზნოუშვილობა თუ შიმშილობაშია, ბაბა არ წამიწყტეს იგი არ მინდოდეს. ისევ მაძღარი ვიყო და ყაძახი ვიყო, მშიერი აზნოური მის პატრონს. განა იმ დალოცვილ ღმერთს ქალი რომ კაცის ტოლა ჭკუის პატრონი ნდომებოდა ადამის თავიდგან გააჩენდა, მარა ასე არ ინება იმ დიდებულმა, გვერდიდან გუუჩინა ადამს და უთხრა აი არ მოიშორო, გვერდში გყავდესო.
ღმერთმა უკეთესად იცოდა რასაკვირველია, რომ ორი ჭკუიანი – ქალი და კაცი ერთად ვერ გაძლებდა.