https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

    აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

    საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

    უკრაინული მედია – რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები

    გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანში ირანული დრონი ჩამოვარდა

    თურქეთში ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“მოსახლეობას ყოველი გოჯი მიწისათვის ბრძოლა უწევს სახელმწიფოსთან”

12:03; 7.03.2016
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, ე.წ. "კაპროვანის" მიწის  ნაკვეთებზე დავა ჯერ კიდევ 2008 წელს  დაიწყო.  

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი 2015 წლის 16 ივნისს გაიმართა, ამის შემდეგ პროცესი შეწყდა და რამდენიმე დღეში კვლავ გაიმართება.

როგორც დაზარალებული მოსახლეობა "გურია ნიუსთან" აცხადებს,  ერთ-ერთმა პიროვნებამ, როლანდ ჯანელიძემ  რამდენიმე ჰექტარი მიწის ნაკვეთი მთლიანად მიითვისა,  რის საწინააღმდეგოდაც დაახლოებით 68  მესაკუთრემ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა. დაზარალებული მოსახლეობის უმეტესობა ნატანებისა და ვაკიჯვრის თემს წარმოადგენს.

დღემდე ამ საკითხთან დაკავშირებით აღძრული იქნა ორი სარჩელი და თითოეულმა სამივე ინსტანციის სასამართლო გაიარა, ასევე რამდენჯერმე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.  

აღსანიშნავია, რომ  ამ საქმეთა წარმოების შედეგად ყველა სახის სამართალწარმოება  მიწის მესაკუთრეთა სასარგებლოდ დამთავრდა.

2012 წელს უზენაესმა სასამართლომ დავა შეწყვიტა და დაზარალებული მოსახლეობა გაამართლა.

2012 წელს უზენაესმა სასამართლომ ასევე  დაადგინა, რომ მიწები ეკუთვნოდა ხალხს, ოფიციალურად  დაუბრუნდათ კიდეც  და მიეცათ საშუალება, რომ ამ მიწებით ესარგებლათ, დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში  და მიწებიც  დაიკანონეს.

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ მიწებთან დაკავშირებით  სსიპ  სახელმწიფო ქონების  მართვის სააგენტომ სარჩელი  სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ აღძრა და მოითხოვა 68 მესაკუთრეზე რეგისტრირებული უფლების ბათილად ცნობა.

სსიპ "სახელმწიფო ქონების მართვის  სააგენტომ" მოითხოვა, სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისათვის მიწის რეფორმის შედეგად გადაცემული მიწის ნაკვეთებზე   ამ ადამიანების საკუთრების უფლების გაუქმება და ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნება.

სასარჩელო მოთხოვნა ასეთია: "ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის ყველა ის გადაწყვეტყილება, რომლითაც განხორციელდა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია".

ოზურგეთის რაიონული სასამართლოდან "გურია ნიუსის" მიერ გამოთხოვილი  ოფიციალური დოკუმენტების  საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურს 2015 წლის 11 მარტს, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს განცხადება წარედგინა, რომელიც  ეხებოდა ოზურგეთში სოფელ ვაკიჯვარში  (კაპროვანი) მდებარე უძრავ ნივთზე  (საკადასტრო კოდი # 262106617) რეგისტრირებულ  უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.

" მოგახსენებთ, რომ ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში (ე.წ. კაპროვანი) მდებარე უძრავი ნივთზე, დაუზუსტებელი ფართით 205200 კვ.მ. სახელმწიფო საკუთრების უფლება რეგისტრირებულია 29.08.10 წლიდან, ხოლო ჯერ 10.05 04 წლიდან უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული გახლდათ ოზურგეთის რაიონის გამგეობის საკუთრება და მიწის  ნაკვეთზე რეგისტრირებული იყო 49 წლიანი ვადით იჯარის უფლებით,  მოიჯარე  – როლანდ ჯანელიძე"_აღნიშნულია სასამართლო დოკუმენტაციაში, სადაც ასევე საუბარია 2012 წლის 5 მარტის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით:

"გარდა ამისა, როგორც სააგენტოსთვის    სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ლ.ლაღიძის 2012 წლის 5 მარტის დადგენილებით გახდა ცნობილი,  სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის შესახებ.  

მართალია შეწყდა გამოძიება ოზურგეთის მუნუციპალიტეტის ვაკიჯვარის თემის სოფელ ფამფალეთის აგრარული რეფორმის კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით მიწის ნაკვეთის უკანონოდ გასხვისების ფაქტზე, თუმცა გამოძიების პროცესში ცალსახად იქნა დადგენილი, რომ კომისიის წევრების მიერ ვითომდა მოქალაქეებზე კანონის უხეში დარღვევით განხორციელდა ზღვისპირა ზოლში,  ე.წ. კაპროვანის ტერიტორიაზე ფამფალეთის კუთვნილი ტერიტორიების დანაწილება.

"აღნიშნული გარემოებების გათვალსიწინებით, მიგვაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი არ იყო განეხორციელებინა სადავო რეგისტრაციები, ვინაიდან აღნიშნული რეგისტრაციებით უსაფუძვლოდ შეილახა სახელმწიფო საკუთრების უფლება ოზურგეთში, სოფელ ვაკიჯვარში  მდებარე უძრავ ნივთზე."

ერთ-ერთი  დაზარალებული, ნუგზარ სარჯველაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, მას  დღეს სასამართლოში მიწის ნაკვეთს ედავებიან:

"2006 წელს  დაიწყო მიწის რეფორმა, სოფელ ფამფალეთის მოსახლოებამ მიიღო მიწები და მათ შორის ვიყავი მეც.  გაგავჩნდა დოკუმენტაცია მაშინდელი პრეზიდენტის ბრძანებით  და ხელწერით, ასევე მიღება ჩაბარების აქტებით.   გვქონდა მიწები,  ზოგს 300 კვადრატული, ზოგს ორასი,  ზოგს ოთხასი, უბრალოდ იმ პერიოდში არ კეთდებოდა   ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

ჩვენს მიწებზე წავაწყდით წინააღმდეგობას.  იქ დაგვხდა მამა –შვილი ჯანელიძეები, მათ  ფერმა ჰქონდათ იჯარით.  აღმოჩნდა რომ  36 კაცის ნაკვეთი ამ ჯანელიძეებს ჰქონდათ შემოღობილი და გვიმტკიცებდა   ჩემიაო.  ჩვენ ვუთხარით –როგორააა თქვენი,  აგერ საბუთი გვაქვს, ყველანაირი დოკუმენტაცია გაგვაჩნია, მაგრამ არ დათმო"_ამბობს  სარჯველაძე და სასამართლო პროცესების შესახებ საუბრობს:

"ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს. სასამართლო დავა 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვებრძოდა  ჯანელიძე, რომელიც ჩანდა რეალურად,  თუმცა მის უკან იდგნენ  გავლენიანი პიროვნებები.   ეჭვი გვაქვს,  რომ ეს იყო პროკურატურა.  აშკარად იკვეთებოდა პროკურატურის ინტერესები, მაშინ პროკურორი იყო ილია ჯალაღანია, რომელიც დღეს დაწინაურებულია.

სასამართლოს ყოველთვის ესწრებოდა ორი, ჩვენთვის უცნობი  პიროვნება.  ისინი  შემოდიოდნენ  ჩვენთან პოლემიკაში, გვექადნებოდნენ,  მაინც ვერ გაიტანთ თქვენსასო.  თუმცა  არ ვიცით ვინ იყვნენ.  როცა სასამართლო პროცესი დამთავრდებოდა,  მიდიოდნენ პროკურატურაში ჯანელიძესთან ერთად  და იქ განიხილებოდა ეს თემები" _ამბობს დაზარალებული ნუგზარ სარჯველაძე და აღნიშნავს, რომ როლანდ ჯანელიძის შვილი  უშიშროებაში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა.

"შვილი  მუშაობდა კუდ–ში, იყო დაახლოებული მაშინდელ პროკურატურასთან,  მოგეხსენათ მაშინდელი უშიშროება რასაც აკეთებდა.  ახლა ის ბიჭი ციხეში ზის.

 სხვათაშორის,  ამ საქმეს გადააყოლეს პატიოსანი მოსამართლე ირაკლი შავაძე.  იცოდა რომ ცამდე მართლები ვიყავით, გვეუბნებოდა კიდეც, მაგრამ რა ექნა?  მაშინ სასამართლო რასაც წარმოადგენდა,  ყველამ კარგად ვიცით.  იყო პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ.

ბოლოს 2012 წელს უზენაესმა სასამართლომ გაგვამართლა.  ჩატარდა ორი ექსპერტიზა, დაადგინეს, რომ მიწები გვეკუთვნოდა ჩვენ.  ეს მიწები არის  ხალხის, ოფიციალურად  დაგვიბრუნდა კიდეც და მოგვეცა საშუალება, რომ ამ მიწებით გვესარგებლა.  დაგვირეგისტრირდა საჯარო რეესტრმა და მიწები არის  დაკანონებული!" _  ამბობს ნუგზარ სარჯველაძე და დასძენს, რომ დღესაც იკვეთება მაღალჩინოსნის ინტერესები.

" ეს არის უზენაესი სასამართლოს უგულებელყოფა.  ეს არის კონსტიტუციის   21 მუხლის დარღვევა, პირადი ქონების და კერძო საკუთრების  ხელყოფა.  ხალხი გაგიჟებულია,  ამბობენ,   რომ მიმართავენ უკიდურესს ზომებს და გადაკეტავენ ბიძინა  ივანიშვილის რეზიდენციის შესასვლელს.

როგორ შეიძლება კერძო საკუთრების ხელყოფა,   ვიღაცის ინტერესების გამო?" _ ამბობს ნუგზარ სარჯველაძე.

 "გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარის მოსახლეობასაც ესაუბრა, რომელთა ნაწილს მიწას ედავებიან.

ედიგული ინწკირველი: "მე რომ ვილაპარაკო,  სიმართლე უნდა გითხრათ.  სიმართლე ვინმეს უნდა ამ ქვეყანაში?  სიმართლე არსებობს? ხალხი  შვიდი წელია წვალობს.  საქმე მოვიგეთ    უზენსაეს  სასამართლოში. სული მოვითქვით და ახლა ისევ გვართმევენ,  გაგვაგებინეთ რა ხდება? ვინ ჰყავს ამ ჯანელიძეებს ისეთი მფარველი, რომ 7 წელი ემსახურა პოლიციამ, პროკურატურამ, სასამართლომ, მთავრობამ." 

ანზორი ინწკირველი: "ყველანაირად გვავიწროვებენ, გვედავებიან.  უნდათ რომ წაგვართვან და მერე გაყიდონ.  სხვა  ვერაფერი მოგვიხერხეს,  ყველა ინსტანციაში მოგებული გვქონდა  სასამართლო, ახლა ეკონომიკის სამინისტროდან დაიწყეს ისევ. ზღვის პირზეა  ეს მიწები, მთელი ჩემი ცხოვრება და ბავშვობის პერიოდი ყანას ვამუშავებდი და ახლა გვართმევენ?  სასამართლოზე მეორე მხარის ადვოკატმა გვითხრა, რაც არ უნდა მოხდეს, არც ჩვენ ვისარგებლებთ და არც თქვენ გასარგებლებთო, ხომ მოიგეთ ყველა ინსტანცია, მე მაინც შემოვაბრუნებ, სხვა კუთხით მაინც გავიმართლებთ თავსო. ახლა კიდევ რაღაცას გვიჩხრიკავენ, ამდენი ხალხი ჭკუიდან გადავყავართ, უნამუსობაა ეს, აბა რა შეიძლება სხვა უწოდო ამას? 8 წელია ამ საქმეზე დავრბივართ, მთელი ჩვენი ცხოვრება იქ ვმუშაობდით, ყანა გვქონდა და ვამუშავებდით, მაგ ბანდიტებს ეკუთვნით და ჩვენ არ გვეკუთვნის?"

ლილი ინწკირველი:  "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩემი მიწა უნდა ივანიშვილს, იქ სადაც მას აქვს საკუთრება, იქვეა ჩემი მიწაც, მე ფული გადამიხადოს და მან რაც უნდა ,ის ქნას. ეს არის ზღვისპირი, კარგი ხელსაყრელი ადგილი, “კაპროვანი“ ჰქვია. მე,  რომ ჩემი ისტორია მოვყვე შეგეცოდებით, სასამართლო უნდა იყო მარტში, ჩემი 300 კვ.მ.  მიწაა, გადავყვები ამ მიწებს, 83 წლის ქალი ვარ უკვე და შევაკვდები."

გიორგი ინწკირველი: "ამ საქმეს არც პრეზიდენტმა უშველა, არც პრემიერმა, არც დეპუტატებმა.   ვიღაცა ზურგს უმაგრებს, ფაქტია.  უნდა ჩატარებულიყო  ახლა სასამართლო.   ვგრძნობდით,  რომ ისევ გავმართლდებოდით და ახლა  კიდევ გადადეს, რატომ? რას ელოდებიან? რას ვერ წყვეტენ?"

დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დამცველი კახა ჩავლეშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იკვეთება ახალი დეტალი, რომელიც საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ ირკვევა:

"საქმის წარმოების შეჩერების შემდეგ გაირკვა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ შპს ,"აზერბაიჯანული-ქართული ბიზნეს ჯგუფის" დირექტორმა როლანდ ჯანელიძემ 25.04.2014 წელს განცხადებით მიმართა მაშინდელ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, რომელშიც მიუთითა, რომ ეს ფირმა აპირებს საქართველოში ზღვისა და მთის ტურიზმისა და ფერმერული მეურნეობების განვითარებას, ასევე ქართული კულტურის მხარდაჭერას და ა.შ. ამავე წერილში, აღნიშნულია, რომ ჯანელიძეს იჯარით აღებული ჰქონდა 20,52 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელიც ახლა მოქალაქეებზეა (საუბარია ამჟამინდელ მოპასუხეებზე) გაცემული საკუთრებაში. რომელშიც ჯანელიძე მიუთითებს იმ უსამართლობაზე და ითხოვს სამართლიანობის აღდგენის სახით მისთვის პირდაპირი წესით მიწის მიყიდვას. ამავე წერილის შინაარსიდან:  – "ერთი სიტყვით გაგვაჩნია, მორალური და სამართლებრივი საფუძველი ჩემი ოჯახის მიერ ათწლეულებით ნაშრომ საიჯარო ნაკვეთზე – გთხოვთ სამართლიანობის აღდგენას,, აქვე –  "გთხოვთ კანონით დაგენილი პროცედურების გავლით პირდაპირი მიყიდვის წესით მოგვცეთ ზემოთ დასახელებული მიწის ნაკვეთები."

მხოლოდ ზემოთხსენებული წერილი დარჩა საკმარისი იმისათვის, რომ სსიპ  "სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს" სარჩელით მიემართა და მოეთხოვა სოფელ ნატანებისა და ვაკიჯვარის მოსახლეობაზე მიწის რეფორმით გაცემულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების გაუქმება, ისე, რომ არ გაითვალისწინა ადრეულ წლებში მიმდინარე სასამართლო განხილვის შედეგები, რა დროსაც საქმის განხილვისას მხარის უფლებებით ჩართული გახლდათ სახელმწიფო ორგანო, რომლის უფლებამონაცვლეც ამჟამად სააგენტო გახლავთ და თუ რაიმე სახის პრეტენზია გაჩნდა მოქალქეების მიმართ ამ დავის მიმდინარეობისას, უნდა განეცხადებია. ფაქტია, რომ სააგენტომ საქმის გარმოებების ყოველმხრივი შესწავლის და მოქალაქეების აზრის გათვალისწინების გარეშე დაიწყო როლანდ ჯანელიძის თხოვნის შესრულება სარჩელის წარდგენის გზით.

ცნობისათვის სწორედ როლანდ ჯანელიძესა და მესაკუთრეების ჯგუფს შორის მიმდინარეობდა სასამართლო დავა ადრეულ წლებში, რაც მოქალაქეების ჯგუფის სასარგებლოდ დამთავრდა. ამასთანავე იგი გახლავთ მამია ჯანელიძის შვილი, რომელსაც ასევე უჩივლა სააგენტომ და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმება, საქმის წარმოების შეჩერება იგივე მამია ჯანელიძის გარდაცვალების გამო შეჩერდა. ამ დროისათვის საქართველოს საერთო სასამართლოებში მოსახლეობასა და სსიპ "სახელმწიფო ქონების სააგენტოს" შორის მიმდინარეობს სერიოზული დაპირისპირება რეფრომით გაცემულ მიწების თაობაზე, მიწის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის დაგვიანებაც კი საკუთრების უფლების დაკარგვას ნიშნავს და სოფლის მოსახლეობას ყოველი გოჯი მიწისათვის ნამდვილი ბრძოლა უწევს სახელმწიფოსთან, რომელიც წესით მისი უფლების დამცველი უნდა იყოს. წარმოიდგინეთ სოფლის მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელობა და მერე ისიც წარმოიდგინეთ რა ჭკუაზე დადგება მიწაწართმეული გლეხი, რომელმაც ვერაფრით ვერ გაარკვია რას ემართლებოდა სახელმწიფო ან კიდევ რატომ წაართვეს რეფორმით გადაცემული მიწის ნაკვეთი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ სასწრაფოდ უნდა გადახედოს სოფლის მოსახლეობასთან ამდაგვარი დამოკიდებულების პოლიტიკას და რეალურად უნდა აამუშაოს მის ხელთ არსებული მედიაციის საშუალებები, რომელიც ამ დროისათვის მხლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და რეალურად ვერ ახდენს მოქალქესა და ხელისუფლებას შორის არსებული კონფლიქტების ვერც პრევენციას და ვერც აღმოფხვრას." _ აღნიშნავს ჩავლეშვილი.

"გურია ნიუსი"  კვლავ აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

უკანონოდ ჩამორთმეული ქონებები მესაკუთრეებს დაუბრუნდათ

თავდასხმას პაკისტანში 8 ადამიანი ემსხვერპლა

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“შეშფოთებას გამოვთქვამთ”- კობახიძე ალიევს ესაუბრა

22:15; 5.03.2026
მსოფლიო

ბელარუსმა 15 პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლა

20:31; 5.03.2026
მსოფლიო

აზერბაიჯანმა საჰაერო სივრცის ნაწილი დახურა

19:29; 5.03.2026
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: პარტიები, რომლებიც ხან შედიან პარლამენტში და ხან არა, არიან მოღალატეები

19:10; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს საგარეო უწყება: ვგმობთ აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით განხორციელებულ შეტევას

18:14; 5.03.2026
პოლიტიკა

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ექვსი კომპანიის წარმომადგენლებს მოუსმინეს

18:11; 5.03.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:49; 5.03.2026
სამართალი

ბრიფინგი შსს-ში – პოლიციამ გასულ 24 საათში ინტერპოლით ძებნილი 11 პირი დააკავა

17:26; 5.03.2026
მსოფლიო

საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანიდან ფოტოები ვრცელდება

17:12; 5.03.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის YouTube პროექტი “ფორმაში” გრძელდება – უყურეთ მეორე ეპიზოდს

17:10; 5.03.2026
სამართალი

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა გურიაში – ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

16:44; 5.03.2026
საზოგადოება

ოკუპირებულ აფხაზეთში 30 დრონის აღმოჩენას ადასტურებენ

16:41; 5.03.2026
სპორტი

ოზურეთელი მარი დავითაძის წარმატება ძიუდოს ჩემპიონატზე

16:09; 5.03.2026
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი პირების მოხსენება მოისმინეს

15:58; 5.03.2026
საზოგადოება

დავით ალავიძე: ე.წ. ქეშბექი თუ არ იქნება, არ იქნება ღრმა ფასდაკლებები, ღრმა ფასდაკლებები თუ არ იქნება, საშუალო გასაყიდი ფასი გაიზრდება

15:28; 5.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო