მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები საქართველოს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის უკვე ცნობილია. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გურიაში საარჩევნო ოლქები ასე გადანაწილდა.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის (გარდანატანების, ურეკის, ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა) საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის (გარდა სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა), ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნაგომრის, სილაურის, ძიმითის, ჯუმათის, ბაილეთისა და ნასაკირალის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსისა და ღრმაღელის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანებისა და ურეკის ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებში იქმნება 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი.